|
2018-03-28 20:32:27, 1448 ნახვა
კომენტარი
კარასინი: ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების ტექსტზე ვერ შევთანხმდით
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღება ვერ მოხერხდა. როგორც კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა, დისკუსიის მონაწილეებს ტექსტთან დაკავშირებით განსხავებული შეხედულებები აქვთ. „სამწუხაროდ, ტექსტთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით, რადგან მონაწილეებს განსხავებული ხედვა აქვთ იმაზე, თუ რა უნდა ჩაიწეროს მასში. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ და ისევ ეყრდნობა სტატუსის საკითხს, 2008 წლის შეთანხმებებს, რომლებიც განსხავებულად ესმით თბილისში, სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში. ამიტომ მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მსოფლიო პოლიტიკაში არსებული სირთულეების მიუხედავად, საუბარი მაინც იყო საკმაოდ კონსტრუქციული, თუმცა ზოგჯერ ემოციური“, – განაცხადა კარასინმა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ სურს რუსეთს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება, კარასინმა განმარტა, რომ მოსკოვი თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს. „ჩვენ საკუთარ თავს კონფლიქტის მხარედ არ მივიჩნევთ. აგრესია განახორციელა მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენ ამ აგრესიას წინ აღვუდექით. შევასრულეთ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების ყველა პუნქტი და ამ პოზიციაზე ვრჩებით. თუმცა ის, რის მიღებასაც ჩვენ დისკუსიების ფარგლებში ვთავაზობდით, სახელმწიფოთშორისი დოკუმენტი არ არის. ეს არის ემოციური, ერთობლივი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რომ დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, ჩვენს სახელმწიფოებს მისცენ სტიმული და ძირითადი განხილვები ეხებოდეს არა ძალის გამოყენებას, არამედ თანამშრომლობასა. როგორც ირკვევა, ამ საკითხზეც კი შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, რადგან ზოგიერთ მონაწილეს, არ დავასახელებ გვარებს, ექმნება შთაბეჭდილება, რომ ხელს აწერენ რაღაც სახელმწიფოთშორის შეთანხმებას. რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია სახელმწიფოთშორის შეთანხმებაზე, იქ ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს. აქ საუბარია უბრალოდ განზრახვის დეკლარაციაზე. საქმე იმდენად ტექსტში არ არის, ტექსტის დაწერას მხოლოდ რამდენიმე საათი უნდა, საქმე ეხება ისეთ ცნებებზე შეთანხმებას, რომლებსაც ყველა გაიზიარებს”,-განაცხადა გრიგორი კარასინმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)