16:15 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 12:51:10, 1939 ნახვა

მსოფლიო
საგამოძიებო კომიტეტი - კემეროვოს სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები ხანძრის დროს გაიქცნენ და ბავშვები მიატოვეს

კემეროვოს სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები ცეცხლის გაჩენის დროს შენობიდან პირველები გაიქცნენ და ბავშვები დატოვეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განუცხადა.

მისი  ცნობით, ამჟამად დაკითხვაზეა სავაჭრო ცენტრის ყველა თანამშრომელი, მათ შორის დაცვის სამსახურის წევრები და ისინი, ვინც "კინოდარბაზები დახურა".

"ის თანამშრომლები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ უსაფრთხოებაზე, პირველები გაიქცნენ. თითქმის არ არის დანაკარგი სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის წევრებს შორის", - განაცხადა ბასტრიკინმა.

ხანძრის სავარაუდო მიზეზებს შორის ბასტრიკინმა ელექტრომოწყობილობის თვითაალება, ან ღია ცეცხლის გამოყენება დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა, მაღ შორის 41 ბავშვია.  44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.

კემეროვოში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა. გლოვის ნიშნად სახელმწიფო და რეგიონის დროშები დაეშვა.

კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics