|
2018-03-27 12:41:59, 1406 ნახვა
კომენტარი
კალაძე თბილისის გენგეგმაზე: ოპონენტები საერთოდ ვერ ერკვევიან ამ საქმეში
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ქალაქის გენერალური გეგმის შესახებ მერიის პოზიცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როგორც მერმა აღნიშნა, კომპანია "სითი ინსტიტუტის" მიერ მომზადებული გენერალური გეგმის პროექტს მერია ხვალ პარლამენტსა და საკრებულოში წარადგენს. კალაძემ ასევე ოპონენტების იმ ბრალდებებს უპასუხა, რომლის თანახმადაც, მერია გენგეგმის მიღებას ხელოვნურად აჭიანურებს. "დღეს გვაქვს ძალიან დიდი შეხვედრა, სადაც მოწვეული არიან დარგის სპეციალისტები, არასამთავრობოები, ურბანისტები, ასევე ჩემი ოპონენტები, ვინც იყვნენ საარჩევნოდ. გვინდა საზოგადოებამ განიხილოს ის დოკუმენტი, რომელიც არის მერიაში წარმოდგენილი. ასევე ამ დოკუმენტთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ. ვერ ვხვდები ოპოზიციის ბრალდებებს - რა შუაშია აქ გაჭიანურება, ამ დოკუმენტის მიღება/არმიღების. ეს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს არის დოკუმენტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ქალაქის გრძელვადიანი განვითარება, რომ ეს დოკუმენტი იყოს კვალიფიციური, სწორი, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ და ვგეგმავთ ამ შეხვედრებს, რათა დარგის ბევრი სპეციალისტი ჩაერთოს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ ვინც ჩემი ოპონენტები იყვნენ, მაგრამ ისინი საერთოდ ვერ ერკვევიან ამ საქმეში. ეს არის პროფესიონალების განსახლველი საკითხი. მნიშვნელვანი მიმართულებებია ამ დოკუმენტში. ასევე მინდა აღვნიშნო, როდესაც ჩვენ 45-დღიანი ვადა მივეცით "სითი ინსტიტუტს", მივმართე ყველა პოლიტიკურ პარტიას და ასევე მერობის ყოფილ კანდიდატებს, რომ ისინიც ჩართულიყვნენ, კარი ყველასთვის ღია იყო, თუმცა მათ ჩართვა არ ისურვეს. მე მესმის რატომაც არ ისურვეს - იმიტომ რომ მათ არ აქვთ ეს კომპეტენცია. თუმცა შეეძლოთ გამოეგზავნათ კომპეტენტური პირები. არ არის საუბარი იმაზე თუ რა არის პრობლემა. გვინდა წარმოვადგინოთ ის პროექტი, რომელიც "სითი ინსტიტუტმა" შექმნა. ხვალ ვგეგმავთ, რომ ეს პროექტო გავაცნოთ პარლამენტს, გავაცნოთ საკრებულოს და შემდეგ მივიღოთ გააწყვეტილება. ეს ვერ იქნება უსასრულო და შესაბამიდად უახლოეს დღეებში მერიის გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას",-განაცხადა კალაძემ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)