|
2018-03-27 11:11:34, 1550 ნახვა
სამართალი
„სითი პარკი“ სასამართლოს კომპანიის მიმართ პროცედურული ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს
"სითი პარკი" სასამართლოს კომპანიის მიმართ პროცედურული ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. კომპანიის ადვოკატის ნათია წკეპლაძის ინფორმაციით, მოსამართლემ განმწესრიგებელ სხდომაზე სარჩელის ავტორებს არ მისცა საშუალება ბრძოლა სასამართლოში გაეგრძელებინათ. კომპანიის იურისტები ამბობენ, რომ მათ არ ეძლევათ საშუალება „სითი პარკის“ მიმართ წაყენებული ბრალდებების აბსურდულობა დაამტკიცონ. საუბარია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე, რასაც თბილისის მერია კომპანიას ედავება. იურისტები ამბობენ, რომ „სი-ტი პარკს“ ხელშეკრულება არ დაურღვევია. „არ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ დაგვემტკიცებინა სასამართლო წესით, რომ ეს შენიშვნები არის დაუსაბუთებელი. ფაქტობრივად უსაფუძვლო, არაკანონიერი. ანუ ეს არის არა ნამდვილი მიზეზი "სი-ტი პარკის" მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა, არამედ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომ არ სურთ "სითი პარკი" ახორციელებდეს ამ ფუნქციას, რასაც გავიგებდით თბილისის მერიისგან. ეს არაფერი დრამატული არ იქნებოდა თუ ეს მოხდებოდა კანონის შესაბამისად. კანონის შესაბამისად არ ხორციელდება და ამას გვიდასტურებს თვითონ სასამართლოს მოქმედებაც“,-განაცხადა "სითი პარკის" ადვოკატმა ნათია წკეპლაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, შპს „სითი პარკს" ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან შეუწყდება და კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)