16:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 09:50:28, 1694 ნახვა

სამართალი
პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე "სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და  ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დღეს  სახელწმიფო ინსპექტორის  სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

კანონონპროექტით განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, აგრეთვე სახელმწიფო ინსპქეტორის საქმიანობის პრინციპები, უფლებამოსილებები და გარანტიები, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტით იქმნება დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება.

მის უფლებამოსილებაში შევა ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის უფლებამოსილებები - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.

გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო ინპექტორის უფლებამოსილებაში მოექცევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics