15:20 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-25 12:32:22, 2205 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო: სააკაშვილისა და სავჩენკოს მხილება სპეცსამსახურების სახელმძღვანელოში შევა

სააკაშვილისა და ნადეჟდა სავჩენკოს მხილება სპეცსამსახურების სახელმძღვანელოში შევა- ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, პერტო პოროშენკომ განაცხადა. 

მისი თქმით, სავჩენკოც და სააკაშვილიც უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის უშიშროების სამსახურმა ორი ბრწყინვალე და მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. პირველი ეს იყო რადასთან გაშლილი ე.წ. საპროტესტო ბანაკის მონაწილეთა კავშირის დამტკიცება მალოროსიის პოლიტიკურ ემიგრაციასთან რუსეთში, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ. მიღებულია სანდო ინფორმაცია და გადავკეტეთ დნეპრისადა მდინარე მოსკოვის დამაკავშირებელი ფინანსური არხი, რომლითაც ამ ადამიანებს 30 ვერცხლი გადაჰქონდათ”,-  განაცხადა პოროშენკომ. 

სანაცვლოდ, სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს  მატყუარა უწოდა. 

სააკაშვილის განცხადებით,  მისი სახელი უკვე შევიდა  სახელმძღვანელოებში, ხოლო „პოროშენკოს გვარი მხოლოდ სასამართლო და კრიმინალურ ქრონიკაში შევა”.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics