|
2018-03-23 16:36:58, 1549 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: რუსეთს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და მკვლელობების შემთხვევებზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელი ჯგუფის დელეგაციასთან შეხვედრა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და გუშინ, სოფელ აძვის ტერიტორიიდან, საქართველოს 2 მოქალაქის გატაცების ფაქტებზე საუბრით დაიწყო და ევროსაბჭოს ელჩებს მკაცრი დ მტკიცე შეფასების გაკეთებისაკენ მოუწოდა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშში, ისევე როგორც მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებში მუდმივად ფიგურირებდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა დაეკისროს აღნიშნულ შემთხვევებზე. დელეგაციასთან შეხვედრისას, რომლის შემადგენლობაში შედიან: ევროპის საბჭოსთან ბელგიის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ნორვეგიის, უნგრეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები, ასევე ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი და სამდივნოს თანამშრომელი, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა ძალიან მტკიცე პოზიცია უნდა დააფიქსირონ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებთან და იქ მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ პირობებთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას უნდა აქცევდეს ამ ვითარებას და მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული მისი მოგვარებისა და დაძლევის საკითხებში. საუბარი შეეხო ასევე საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასამართლო რეფორმებზე.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)