|
2018-03-23 14:09:33, 1460 ნახვა
კომენტარი
კობახიძე „პატრიოტთა ალიანსს“: ჩვენ ბევრად უკეთესად გვესმის ეროვნული ინტერესები, ვიდრე - თქვენ
„ქალბატონ ადას ვერ ვერ გავაგებინეთ, რომ ქართულ ენაზე არის გამართულად დაწერილი კონკრეტული ტექსტი“,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ადა მარშანიას კრიტიკას კონსტიტუციის ახალ რედაქციაში სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული ჩანაწერის თაობაზე. კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბევრად უკეთ ესმის ეროვნული ინტერესები, ვიდრე-„პატრიოტთა ალიანსს“: „ქალბატონ ადას ვერ დავუმტკიცეთ, რომ ქართულ ენაზე არის გამართულად დაწერილი კონკრეტული ტექსტი, სამწუხაროდ ეს ვერ გავაგებინეთ. არა მარტო ქართულ ენაზეა სწორად დაწერილი, არამედ შინაარსსაც ასახავს სწორად და დამერწმუნეთ, ქალბატონო ადა, და მთლიანად „პატრიოტთა ალიანსს“ მივმართავ, რომ ჩვენ ბევრად უკეთესად გვესმის ეროვნული ინტერესები, ვიდრე თქვენ. ეს შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. საქმე ეხება კონსტიტუციის ახალ რედაქციაში სახელმწიფო ენასთან დაკავშირებულ ჩანაწერს: საქართველოს სახელწმიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზური. ადა მარშანია ითხოვს, აღნიშნული ჩანაწერი ასე შესწორდეს: საქართველოს სახელწმიფო ენა არის ქართული. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში-ქართული და აფხაზური. მარშანია მიიჩნევს, რომ მის მიერ შემოთავაზებული ჩანაწერი უფრო აკადემიურია. „არმინდა გავაჟღერო აქ, თუ რატომ არ გინდათ ამ რედაქციის გაკეთება, იცით რატომ?! იმიტომ, რომ ეს ჩემი სამშობლოა და არ მინდა ამ ჩემი განცხადებით ის დავაზიანო, ის არგუმენტი, რაც მე მოვისმინე ისეთი სირცხვილია, რომ გაჟღერებაც არ მინდა. საფუძველიც მაქვს მე უკვე თქვენ დიდი უნდობლობა გამოგიცხადოთ ამის გამო, და საერთოდ, იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყოთ ამ პარლამენტში თქვენს წინააღმდეგ. ისეთი არგუმენტი მითხრეს საპასუხოდ, თუ რატომ არ გინდათ სარედაქციო შესწორების გაკეთება. შეგნებულად არ ვაჟღერებ ამას“,-განაცხადა ადა მარშანიამ. ირაკლი კობახიძემ მას მოუწოდა, დაესახელებინა არგუმენტი, თუმცა ადა მარშანიამ უარი თქვა: „არაფერი გავქთ გასაჟღერებელი და მაგიტომ ვერ აჟღერებთ“,-განაცხადა საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ. „დაიცავით კბილებით თქვენი უწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან ადრეა მისთვის პარლამენტის თავმჯდომარეობა“,-მიმართა ადა მარშანიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)