09:39 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 13:32:23, 601 ნახვა

რეგიონი
ბათუმის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს

1921 წლის მარტში ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ, დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს  და მემორიალური ქვა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

„დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს ისინი", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დღე ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics