|
2018-03-22 14:48:51, 1582 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: სტრასბურგის სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრიბუნაა, რომლის გამოყენებაც საქართველოს შეუძლია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა შეიტანოს სახელმწიფოთაშორისი განაცხადი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტრიბუნა, რომლის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს აქვს, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მაღალი ლეგიტიმაციის და ავტორიტეტის მქონე ორგანოს მიერ დადსტურდეს, რუსეთის ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს ტრიბუნა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის და ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციის მიერ დადასტურდეს, რომ რუსეთის არის ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი დე-ფაქტო აფხაზეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა უფლებადარღვევაზე, რომელიც ამ ტერიტორიებზე ხდება“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)