09:39 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 11:52:23, 967 ნახვა

რეგიონი
შუახევში დაკარგულ მოზარდს მესამე დღეა ეძებენ

შუახევში დაკარგულ მურმან ფუტკარაძეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ორი დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ შუახევის, ხულოს, ქედის, ბათუმის სახანძრო - სამაშველო ბრიგადები, სულ 60 -ამდე მაშველი და 2 მყვინთავი.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეიდან სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო დამატებით 1 მყვინთავი და თბილისის სახანძრო- სამაშველო ბრიგადები.

სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ.

დღეიდან სამძებრო სამუშაოები ჩირუხის წყლისა და აჭარის წყლის სანაპიროებთან გრძელდება.

მესამე დღეა შემთხვევის ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე. ოჯახს მიუსამძიმრა და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე.

პირად კონტროლზე ყავს სამძებრო სამუშაოები აყვანილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს, რომელსაც მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას მერი ფრიდონ ფუტკარაძე აწვდის.

სამძებრო სამუშაოებში არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და შშს შუახევის რაიონული სამმართელოს თანამშრომლები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics