03:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 21:34:15, 1509 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: პარლამენტმა სამართლებრივად გამართული რეზოლუცია მიიღო

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული რეზოლუცია“, – ასე შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ მიღებული რეზოლუცია.

მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ რეზოლუცია  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას მკაფიოდ გამოხატავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოხატავს პრინციპულად იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია მმართველ გუნდს. რეზოლუციაში ასახულია და დაფიქსირებულია ჩვენი პოზიციები, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე ეს არის რეზოლუცია, რომელიც მშვიდობიანად კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს უსვამს ხაზს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ".

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics