|
2018-03-21 15:33:31, 1777 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: თუკი ვინმე თავდახრილი იდგა რუსეთის წინაშე, განსაკუთრებით ომის დროს, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა და მათი გუნდის წევრ გრიგოლ ვაშაძეს უტიფარი უწოდა. მისი თქმით, არავითარი ხელშეკრულება არ განიხილება, რომელიც საქართველოს ახალ ვალდებულებებს ანიჭებს და მის პოზიციებს ასუსტებს. „ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებული საკითხი ინიცირებულია სწორედ თქვენი გუნდის მიერ 2012 წლის იანვარში. შესაბამისად, ხელის ჩვენსკენ გამოშვერა, რომ თითქოს, ჩვენ ისეთი ინიციატივა დავძარით, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, არის მიუღებელი და სრულიად უსაფუძვლო. განიხილება, რომ ჩვენ მივიღოთ საერთაშორისო უსაფროების მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, განიხილება რომ ჯარების გაყვანა მოხდეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, განიხილება, რომ ძალის არგამოყენებაზე თავისი ვალდებულება დაადასტუროს რუსეთის ფედერაციამ. ამაზეა საუბარი. არავითარი სხვა ნარატივი და სხვა განცხადება იქ არ განიხილება და არც არავითარი ხელშეკრულება არ განიხილება, რომელიც საქართველოს ახალ ვალდებულებებს ანიჭებს და მის პოზიციებს ასუსტებს. მუშაობა მიდის განცხადებაზე და არალეგიტიმული მხარეების მიერ არავითარი ხელმოწერები არ მოხდება“,- აღნიშნა დეპუტატმა. თალაკვაძემ გრიგოლ ვაშაძის მიერ, მინისტრის რანგში, 2008 წლის ნოემბრებში რუსეთის ფედერაციისადმი გაგზავნილი წერილი გაიხსენა. „გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი განცხადება იყო არაკვალიფიციური და სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი. ის უტიფარია, რადგან თუკი ვინმე კაპიტულანტურ განცხადებას აკეთებდა და თავდახრილი იდგა რუსეთის ფერედაციის წინაშე, განსაკუთრებით ომის დროს ეს იყო გრიგოლ ვაშაძე. ის რუსეთს ენამოჩლექით საკონცერტო დარბაზების გამოყოფასა და ალაფურშეტების დაფინანსებას ეხვეწებოდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)