01:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 13:58:24, 1340 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობას საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობას საყდრისის საკითხთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.

როგორც გოცირეძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საყდრისთან მიმართებაში დანაშაულებრივი ქმედებები გრძელდება. მან ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.

"საყდრისთან დაკავშირებით წინა მოწვევის პარლამენტში სამჯერ იყო მოთხოვნა, რომ შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია, თუმცა სამივეჯერ ეს მოთხოვნა უმრავლესობამ დააიგნორა. გრძელდება ის დანაშაულებრივი ქმედება საყდრისთან დაკავშირებით. არ გაიმეოროთ ჩვენი წინამორბედების შეცდომა. ვინ დაადო 16 ჰექტარ ოქროს საბადოს ფასი 15 ათასი ლარის ოდენობით? ეს სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული. ყველა ის პირი, რომელმაც აუქციონზე ეს ქონება ამ ფასად გაიტანა უნდა იყოს გაძევებული სახელმწიფო სტრუქტურებიდან. ქონება არასწორად შეაფასეს, 9 თეთრით ყიდნენნ და თურმე 5 მილიონი ღირებულა. მოგიწოდებთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და ეს საკითხი პარლამენტში განსახილველად რაც შეიძლება მალე იყოს გამოტანილი", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.

ცნობისთვის, საყდრისის ტერიტორია რეკორდულ ფასად, 5 მილიონ 56 ათას ლარად იჯარით გაიცა. ლოტის საწყისი ფასი 15 000 იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics