|
2018-03-21 13:56:18, 1356 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია უმრავლესობას: „ქართული მარში“ თავის დროზე თქვენს მიერ შეიქმნა პოლიტიკური ძალადობისთვის
"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობა "ქართული მარშის" წახალისებაში დაადანაშაულა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, "ქართული მარშის" წევრები მმართველი გუნდის მიერ არის შექმნილი. მან ხელისუფლებას მიმართა, ყველა „მარშელი“, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებს თავს დაესხა, იყოს დასჯილი. "მოხდა გაუგონარი და ექსტრემისტული თავდასხმა მოძალადე ჯგუფის მხრიდან "რუსთავი 2"-ის ჟურნალიტზე. მათ არ მოეწონათ რაღაც გამოთქმული აზრი. ასეთი მოძალადე ჯგუფები ბევრ ქვეყნებში არსებობენ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მათ მიმართ კეთდება მკაფიო პოლიტიკური შეფასება მმართველი გუნდის მხრიდან და ისინი არიან მარგინალიზებულები. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში - თავის დროზე ეს ჯგუფები თქვენს მიერ შეიქმნა და გამოყენებული იყო თქვენს მიერ პოლიტიკური ძალადობისთვის. იყო შემთხვევები როდესაც ისინი ფიზიკურად უსწორდებოდნენ ოპონენტებს მაგრამ არა თუ არ დასჯილან, არამედ წახალისებულიც კი იყვნენ. სანდრო ბრეგაძე იყო თქვენი მთავრობის მინისტრის მოადგილე, კორკოტა დღემდე მოიხსენიება თქვენი მთავრობის მხრიდან როგორც პატრიოტი. არც ერთ შემთხვევაში ისინი არ დასჯილან და სწორედ ამან განაპირობა, რომ დღეს გადაწყვიტეს ჟურნალისტს მივუარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩვენი მთავარი დოკუმენტი არის კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ ყველა ადამიანს სიტყვის და აზრის გამოხატვის უფლება აქვს. მაგრამ თქვენ საერთოდ დაკარგეთ წარმოდგენა თუ რა არის თავისუფალი აზრი ქვეყანაში", - მიმართა ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობას. ცნობისთვის, 19 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამონათქვამთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)