16:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 17:41:48, 1709 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოა მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში  ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ი.კ.-მ მეუღლეს გ.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 24 ივნისს ურთიერთშელაპარაკებისას, ი.კ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით  მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ხოლო 2017 წლის ივლისიდან - 2017 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით ი.კ. სისტემატურად, ხშირ შემთხვევაში სხვა პირთა თანდასწრებით გ.ა.-ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. ი.კ.-ს ქმედებით დაზარალებული ტანჯვას განიცდიდა.  

სამართალდამცველებმა ი.კ. 2017 წლის 23 ნოემბერს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ"  ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით (სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა)  წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია  მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics