|
2018-03-19 18:24:32, 1506 ნახვა
კომენტარი
„გიორგი გაბუნიამ რელიგიური გრძნობების შელახვის გამო, საყვედური მიიღო“ - ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის შენობასთან მიმდინარე აქციას ეხმაურება. გვარამიამ ტელეკომპანიის სახელით, მორწმუნე ადამიანებს ბოდიში მოუხადა. "უნდა შევეხო დღევანდელ ინციდენტს. პირველ რიგში მინდა არხის სახელით ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს ვისი რელიგიური გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით. თუმცა ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვინც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად. არც ერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად. დღეს დილით ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო და ყველას შევახსენებ, რომ იესო ქრისტე არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება. იგი არის ყველა ქრისტიანული კომფესიის საკუთრება და მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ლახავს ყველა ქრისტიანული კონფესიის წევრის პირად რელიგიურ გრძნობებს. ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა მორწმუნეთა გრძნობებს, მით უფრო იმ გარემოებებში, როდესაც ამის ლეგიტიმური ინტერესი არ არსებობს აღნიშნული ქმედებებისგან, ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ამასთან, მანვე დასძინა, რომ გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადება სიტყვის თავისუფლების სტანდარტებში ჯდება. გვარამიას თქმით, რედაქცია არ აიძულებს ჟურნალისტს ამისთვის ბოდიში მოიხადოს. "ქართული მარში არის მოძალადე ძალა, რომელიც რუსეთის მიერ ფინანსდება. მათ დატყვევებული ჰყავდათ გაბუნია და ტელეკომანიის იურისტი თამთა მურადაშვილი. რომ არა ჩვენი დაცვის წევრების შრომა, ცუდ შედეგს მივიღებდით. ვითხოვთ მოძალადეების მთელი სიმკაცრით დასჯას. ისინი საზოგადოებისგან იზოლირებულები უნდა იყვნენ", - აღნიშნა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)