13:38 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 12:48:53, 2199 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა FBI-ის დირექტორის პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

ამერიკის შეერტებული შტატების გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა ჯეფ სეშენსმა FBI-ის დირექტორის პირველი მოადგილე, ენდრიუ მაკკეიბი თანამდებობიდან გაათავისუფლა,  - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მაკკეიბის გადადგომის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ იანვარში გახდა. პოსტზე ყოფნის დროს ის ჩართული იყო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჰილარი კლინტონის "Email-ების საქმის" გამოძიებაში.

აღნიშნულს ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა.

"ენდრიუ მაკკეიბი გათავისუფლდა - შესანიშნავი დღეა FBI-ს შრომისმოყვარე თანამშრომელი ქალებისთვის და კაცებისთვის, შესანიშნავი დღეა დემოკრატიისთვის. ფარისეველი ჯეიმს კომი (FBI-ს ყოფილი დირექტორი) მისი უფროსი იყო და მაკკეიბი საეკლესიო გუნდის მომღერლად გამოიყვანა. მისთვის ყველა ის ტყუილი იყო ცნობილი, რაც FBI-ს მაღალ დონეებზე ხდებოდა", - წერს ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გადააყენა და განაცხადა, რომ ყოფილი ხელმძღვანელი ბიუროს ეფექტიანად მართვას ვერ ახერხებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics