|
2018-03-16 15:53:05, 1420 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: უმკაცრესად დაისჯება, ვინც გუდაურში მომხდარ შემთხვევაში დამნაშავედ გამოვლინდება
„ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს გუდაურში განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. „ამ წუთებში მაქსიმალური მობილიზაციაა გაკეთებული - მათ შორის გამოძახებულია ერთი ვერტმფრენი თბილისიდან, მეორე ვერტმფრენი გადმოდის ყაზბეგიდან. სამწუხაროდ, ყაზგების მხრიდან ცუდი საფრენი ამინდია, თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ნავიგაცია პილოტს მისცემს უფლებას, დაჯდეს. სრული მობილიზაციაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არავის ჯანმრთელობას აწი უკვე საფრთხე აღარ დაემუქროს", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, საბაგირო გზა შემოწმებული იყო დეკემბრის ბოლოს ყველა სტანდარტის დაცვით. „თუმცა ამას აღარ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ფაქტია, რომ შემთხვევა მოხდა. ახლა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინც ამაში დამნაშავე გამოვლინდება. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი-ვიცე პრემიერი გუდაურში იმყოფება, სადაც ცოტა ხნის წინ, სათხილამურო ტრასაზე, ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც მოქალაქები დაშავდნენ. მათ ადგილზე ადგილზე დაუყონებლივ აღმოუჩინეს დახმარება, ამ წუთებში კი ორი მათგანი ჰოსპიტალიზაციისთვის ვერტმფრენით თბილისში გადმოყავთ.
(NS)
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)