15:52 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 20:57:12, 463 ნახვა

პოლიტიკა
ჰაინც ფიშერი: რუსეთისა და ევროპის ერთმანეთისგან გამიჯვნის მიზანი არ უნდა არსებობდეს

„რუსეთისა და ევროპის ერთმანეთისგან გამიჯვნის მიზანი არ უნდა არსებობდეს. ბევრ ქვეყანაში არსებული პრობლემები ერთიანი ძალისხმევით უნდა გადაწყდეს“, – ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდეტმა ჰაინც ფიშერმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფიშერის შეფასებით, საერთაშორისო ასპარესზე ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, თუმცა, ევროპა ურთიერთგაგების პოლიტიკას ემხრობა. მან რუსეთ–უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

 „ბუნებრივია, რუსეთმა ყირიმის ანექსიით ისეთი ქმედებები განახორციელა, რომელიც მიუღებელია და ჩვენი აზრით, მაქსიმალურად აფერხებს მინსკის შეთანხმების ცალკეულ პუნქტებს. მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ნაბიჯებს არც ისე სწრაფად ახორციელებს როგორი მოლოდინიც არის. ეს სიტუაცია უნდა დაიძლიოს. ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად სერიოზულები, თანმიმდევრულები, მაგრამ რუსეთისა და ევროპის ერთმანეთისგან გამიჯვნის მიზანი არ უნდა იყოს“, – აღნიშნა ფიშერიმ. მისივე თქმით, მსოფლიოში არსებული პრობლემები ერთიანი ძალისხმევით უნდა იყოს დაძლეული. „სირიისა თუ ახლო აღმოსავლეთის, ლიბიის, სომალიის, ბევრ ქვეყანაში არსებული პრობლემები ერთიანი ძალისხმევით უნდა გადაწყდეს, მათ შორის გაერთიანებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში. ეს არის კონსტრუქციული პოზიცია და ამავდროულად პოზიცია, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს და საზღვრების ურღვევობას ყველა ევროპული ქვეყნის გადმოსახედიდან“, – განაცხადა ფიშერიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics