|
2018-03-13 18:11:06, 2341 ნახვა
სამართალი
ე.წ. კანონიერი ქურდობა 9-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" კანონპროექტს და თანმდევ ცვლილებებს. მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან და კანონიერ ქურდებთან რაიმე ფორმით კავშირი სისხლის სამართლებრივად დასჯადი იქნება: "ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ფაქტობრივად, ამ კანონპროექტით ვამბობთ, რომ არც ერთი ქმედება, არანაირი კავშირი ქურდულ სამყაროსთან და კანონიერ ქურდებთან, არა მხოლოდ ამ სამყაროში მოღვაწე პირების, არამედ ნებისმიერი სხვა პირის, რომელიც რაიმე ფორმით ამ ადამიანებთან კონტაქტს დაამყარებს,მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რაიმე ქმედებას განახორციელებს,არ დარჩება დაუსჯელი და დაისჯება სისხლის სამართლის წესით, თანაც საკმაოდ მკაცრი სანქციით.დანაშაულს ვარქმევთ მთელ რიგ ქმედებებს, რომელსაც დღეს დანაშაული არ ჰქვია, რათა მოგვეცეს იმ პირების დასჯის შესაძლებლობა,რომლებიც დღეს ვერ ისჯებიან",-აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. მკაცრდება არსებული სანქციები კანონიერი ქურდებისა და ქურდული სამყაროს წევრების მიმართ. მეზვრიშვილის თქმით, კანონიერი ქურდობა 9-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)