|
2018-03-10 10:39:44, 2408 ნახვა
სამართალი
სუს-მა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები: კოტე დ. და დავით შ. დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები,რომელთაგან ერთ-ერთი თავს ასაღებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლად, წინასწარი შეთანხმებით, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს, თითქოსდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით, ქ.თბილისში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მათ 200 000 ლარის გადახდა მოითხოვეს. „მიმდინარე წლის 8 მარტს,დაკავებულებმა,აღნიშნულ მოქალაქეებს, წინასწარ გამოართვეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულების სახით დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)