|
2018-03-07 14:50:13, 2265 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: ტრამპმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მასთან მოლაპარაკება შესაძლებელია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს დონალდ ტრამპს დადებითად აფასებს, - ამის შესახებ პუტინმა ახალ დოკუმენტურ ფილმში „მსოფლიო წესრიგი 2018“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც პურინმა აღიშნა, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპა მასზე კარგი შთაბეჭდილება დატობა. მანვე დასძინა, რომ რესპუბლიკელ პრეზიდენტთან მოლაპარაკება შესაძლებელია. „არანაირი იმედგაცრუება არ არის და არც შეიძლება იყოს. სუფთა ადამიანური თალსაზრისით ტრამპმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვფიქრობ, ის კეთილგონიერი ადამიანია. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ეპატაჟურია და ესეც მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარეობს, როდესაც საქმეებზე ვსაუბრობდით, ის დეტალებს ეძიებოდა. ის გისმენს, მასთან მოლაპარაკება, რაღაც კომპრომისების გამონახვა შესაძლებელია. იმედგაცრუებული ვარ არა პარტნიორით, არამედ სისტემით. ამერიკული სისტემა არაეფექტურია, ხოლო ასეთ სისტემასთან ურთიერქმედება რთულია, რადგან ის არაპროგნოზირებადია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)