|
2018-03-07 09:33:35, 1526 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: ჯერ ბოლომდე საერთო ტექსტზე არ იქნა შეთანხმება მიღწეული, მაგრამ ნაბიჯები წინ გადავდგით
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ერთობლივი რეზოლუციის მისაღებად საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები გაგრძელდება. როგორც მან აღნიშნა, საერთო ტექსტზე შეთანხმება არ არის მიღწეული, თუმცა მისივე თქმით, ნაბიჯები წინ გადაიდგა. „სამუშაო გრძელდება, იმიტომ რომ ჯერ ბოლომდე საერთო ტექსტზე არ იქნა შეთანხმება მიღწეული, მაგრამ ნაბიჯები წინ გადავდგით. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ ერთიანი დოკუმენტი იყოს შემუშავებული და მასში აისახოს როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული აზრები. დოკუმენტები არის საკმაოდ ვრცელი, მოიცავს როგორც შეფასებით ნაწილს, ისე ინსტრუმენტებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტრუმენტები და შეფასებები იყოს თანხვედრაში. ამიტომ, ასე ერთ და ორ შეხვედრაზე ერთიანი ტექსტის შეთანხმება ბუნებრივია ძალიან ძნელია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)