|
2018-03-07 09:29:52, 1329 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: გამოკვეთილია საერთო მიზანი, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთი რეზოლუცია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ტატუნაშვილთან დაკავშირებით ერთობლივი რეზოლუციის მისაღებად, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციების დასრულებას მცირე დრო დასჭირდება. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კონსულტაციების დასრულების შემდეგ, დოკუმენტს კენჭი კომიტეტის ფორმატში ეყრება, შემდეგ კი, უახლოეს სესიაზე გაიტანენ. „კონსულტაციების დასრულებას მცირე დრო დასჭირდება, ვინაიდან ჩვენ უკვე შევედით კონკრეტულ დეტალებში, თუ როგორ მოხდება რეზოლუციების პროექტში ასახული ინსტრუმენტების გამოყენება, ამასთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა. კონსულტაციებში არის საერთო მიზანი გამოკვეთილი, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთი რეზოლუცია და ჩვენ არ გვინდა, რომ წინასწარი განცხადებებით კონსულტაციების პროცესი დავაზიანოთ. მცირე დრო კონსულტაციებს კიდევ დასჭირდება, როგორც კი დასრულდება კონსულტაციები, პირველ რიგში კომიტეტის ფორმატში ვუყრით კენჭს რეზოლუციას და შემდეგ გავიტანთ უახლოეს სესიაზე", - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)