21:23 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 13:23:24, 1499 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი გახდება არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე ერთიანი რეზოლუციის მიღება

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევჯერდებით ოპოზიციასთან და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ საერთო რეზოლუციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ორი რეზოლუციაა ინიცირებული. 

"ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები და გაგრძელდება ეს კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და ჩვენი ამოცანაა, რომ საერთო, ასე ვთქვათ, ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ოკუპირებულ რეგიონებში. შესაბამისად, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევჯერდებით ოპოზიციასთან და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics