|
2018-03-06 12:14:33, 1500 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი: ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დამატებითი მოლოდინების შექმნა არასწორია
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება გონივრულ ვადებში მოხდეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონკრეტულ თარიღებზე ვერ ისაუბრებს, რადგან მისი განმარტებით, ეს დამატებით მოლოდინებს შექმნის. "არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად ვმუშაობთ. ჩართულია სახელმწიფოს ყველა ორგანო. რა თქმა უნდა დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ტრაგიკული პრობლემა გონივრულ ვადებში გადაწყდება. კონკრეტულ დღეზე და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს არ არის სწორი. უნდა გვესმოდეს, რომ კონკრეტული მოქალაქეების, კონკრეტული ადამიანების ტრაგედიაზე ვსაუბრობთ. დამატებითი მოლოდინების შექმნა არასწორია. ეს ტრაგიკული შემთხვევა უნდა დასრულდეს გონივრულ ვადებში. ტატუნაშვილის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანაა, გარდაცვლილ მოქალაქეს მივაგოთ პატივი. ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ ყველაფერზე. ასევე, ჯერ უნდა ვიფიქროთ დაკავებულ მოქალაქეებზეც",-განაცხადა შს მინისტრმა. რაც შეეხება დაკავებულ მოქალაქეებს, მინისტრის თქმით, ხელისუფლება ძალებს არ იშურებს, რათა მათი გათავისუფლება მოხდეს. "იგივე ძალისხმევით მიმდინარეობს მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსაყვანად",-დასძინა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)