|
2018-03-06 12:08:41, 1521 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, უმრავლესობის რეზოლუციაში ოპოზიციის მხრიდან დასმული საკითხებიც აისახოს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საპარლამემტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში ოპოზიციის მხრიდან დასმული საკითხებიც აისახოს. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მთავარია, რომ ორივე დოკუმენტის სულისკვეთება საერთოა. „მე სამწუხაროდ, არ მაქვს რაიმე ახალი ინფორმაცია ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეზოლუციას, რეზოლუციასთან დაკავშირებით ორი სხვადახვა პროექტი არის საქართველოს პარლამენტში ინიცირებული - ერთი უმრავლესობის, მეორე ოპოზიციის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ როდესაც საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, შესაძლებელია ოპოზიციის მიერ მიღებული რეზოლუციიდან გარკვეული საკითხები აისახოს უმრავლესობის რეზოლუციაში, ჯერჯერობით თქმა გამიჭირდება. მთავარია, რომ ორივე დოკუმენტის სულისკვეთება არის საერთო. ის, რომ ორივე დოკუმეტი არის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული და ორივე ეხმიანება იმ შემზარავ ფაქტებს, მკვლელობებს როგორიც არის ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმე“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია ვიხილოთ საბოლოო დოკუმენტში, ჩუგოშვილი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)