|
2018-03-05 16:09:12, 1477 ნახვა
კომენტარი
კელი: ტატუნაშვილის საკითხზე რუსეთს უკვე ვესაუბრეთ და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ცხედრის გადმოსვენება მოხდეს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ ხერხდება ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. როგორც კელიმ აღნიშნა, ამერიკა რუსეთს ტატუნაშვიილის გადმოსვენებასტან დაკავშირებით უკვე ესაუბრა. "ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება და 2 დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას და მის ყველა ძალისხმევას ამ მიმართულებით. ამერიკა უკვე ესაუბრა რუსეთის ფედერაციას ამ თემაზე და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მოხდეს ცხედრის გადმოცემა“, - განაცხადა კელიმ. გარდა ამისა, ელჩი პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ 2 რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნება. „რაც შეეხება რეზოლუციას, მე დეტალურად არ ვარ ინფორმირებული რა სხვაობაა ამ ორ დოკუმენტს შორის, მაგრამ კარგია, როცა უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები თანხმდებიან და იქმნება ერთობლივი დოკუმენტი“,- დასძინა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)