|
2018-03-05 15:07:59, 1608 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ ლომჯარია: ცხოველებთან დამოკიდებულება რაც შეიძლება მეტად ადამიანური უნდა იყოს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალმა უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ თბილისის მერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან მედიასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, თუ როგორ აპირებს, არსებულ პრობლემებთან და გამოწვევებთან გამკლავებას. "ჩვენ გააზრებული გვაქვს ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ და სწორედ ჩვენი ხედვა იქნება მიმართული სისტემის მეტი სამართლიანობისა და მეტი ჰუმანურობის მიმართულებით. გვესმის, რომ ცხოველებთან დამოკიდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება მეტად ადამიანური, ამავე დროს უნდა დავიცვათ მოსახლეობის, ადამიანების კომფორტი.ეს არ უნდა მოხდეს ერთი მეორის ხარჯზე. ამავდროულად უნდა გავხსნათ კარი, როგორც აქტივისტები, ორგანიზაციებისთვის და გამოვაცხადოთ რეკომენდაციებისთვის, მოლაპარაკებებისთვის ჩვენი მზაობა.ჩვენ ოპონირების რეჟიმიდან, რომელშიც აქამდე იმყოფებოდა სააგენტო, გადავდივართ თანამშრომლობის რეჟიმში .მალე ვაჩვენებთ შედეგებს, რომელსაც ვგეგმავთ",- აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ და განმარტა, რომ კონკრეტულ გეგმებზე უახლოესი კვირეების განმაბლობაში დეტალურად ისაუბრებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)