|
2018-03-05 14:32:51, 1378 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ჰუმანური, სამართლიანი და თანამედროვე იქნება
თბილისის მერი კახი კალაძე დარწმუნებულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ჰუმანური, სამართლიანი და თანამედროვე იქნება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ ლომჯარიას წარდგენისას განაცხადა. "ვფიქრობ, მისი განათლება და გამოცდილება ნამდვილად წაგვადგება ამ საქმეში. ცხოველების მონიტორინგის სააგენტო ბოლო პერიოდში მუდამ იყო საზოგაფოების ცხოველთა უფლებების დამცველების ყურადღების ცენტრში, იყო ბევრი შენიშვნა, პრეტენზია, სურვილი და დარწმუნებული ვარ,ახალი გუნდი ამ სააგენტოში, ახალი ხედვებითა და საქმიანობით დააკმაყოფილებს, როგორც ქალაქის საჭიროებებს,ასევე არასამთავრობო სექტორის, თუ საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს. ჰუმანური, სამართლიანი და თანამედროვე-ასეთი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ეს სამსახური, რომელიც იზრუნებს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ცხოველების უფლებებზე და იქნება ისეთი, როგორიც გვინდა თითოელ ჩვენთაგანს-ჰუმანური და თანამედროვე",-აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)