20:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 11:41:03, 1497 ნახვა

კომენტარი
შვეიცარიის ელჩი: ტატუნაშვილის შესახებ მოსკოვთან დაკავშირება არ უთხოვიათ, შესაბამისად არანაირი ქმედება ჩვენგან არ ყოფილა

შვეიცარიის ელჩის საქართველოში ლუკას ბეგლინგერის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების  ფაქტი ძალიან სამწუხაროა და ის გამოძიების შედეგებს დაელოდება.

ამასთან, ბეგლინგერის  თქმით,  შვეიცარიის საელჩოდან ტატუნაშვილის თაობაზე ოფიციალურ მოსკოვთან დაკავშირება არ მომხდარა, ვინაიდან, შესაბამისი თხოვნით მისთვის არავის მიუმართავს:

„ძალიან სამწუხარო ფაქტია.  გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდები მას, მაგრამ ამავე დროს, ეს არ უნდა  იყოს მიზეზი იმისა, რომ გადავუხვიოთ საერთო მიმართულებას, დიალოგის გზას და ა.შ. რაც შეეხება ტატუნაშვილის შესახებ  მოხდა თუ არა მოსკოვთან დაკავშირება, ჩემთვის არ უთხოვიათ, შესაბამისად, რადგან მოთხოვნა არ იყო, არანაირი  ქმედება შვეიცარიის საელჩოდან არ მოყოლია“,-განაცხადა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics