11:36 - 27 May, 2026
|
2018-03-03 13:56:58, 2436 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში შტორმს 5 ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერმა შტორმმა გადაუარა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ The Washington Post იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2 ბავშვია - 11 და 6 წლის ბიჭები. მედიის ცნობით, 1.6 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის გამო, ავიამიმოსვლა და სარკინიგზო მოძრაობაც შეფერხდა. ნიუ-იორკის, ფილადელფიისა და ბოსტონის აეროპორტებში 3 ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა წყალდიდობის საფრთხის შესახებაც გააფრთხილა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)