|
2018-03-02 17:14:54, 2524 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის პროკურატურაში ბენიამინ ნეთანიაჰუ დაკითხეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პროკურატურაში დაკითხეს. Telegraph -ის ინფორმაციით, ისრაელის პროკურატურა ნეთანიაჰუს ქრთამის აღების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ორ ეპიზოდზე ედავება. პირველი საქმე ბიზნესმენებისგან ქრთამის სახით საჩუქრად ძვირადღირებული სიგარებისა და ღვინის მიღებას ეხება. გამოძიების ცნობით, პრემიერმა აღნიშნული ძვირადღირებული საჩუქრების სანაცვლოდ ბიზნესმენებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. მეორე საქმეს რაც შეეხება, პროკურატურის მტკიცებით, რამდენიმე წლის წინ პრემიერმა ნეთანიაჰუმ გამოცემა Yediot Aharonot-თან საიდუმლო შეთანხმება გააფორმა, რომლის მთავარი მიზანი მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალ-გაზეთებისთვის კონკურენციის გაწევა და მთავრობის სასარგებლო ინფორმაციის გავრცელება იყო. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 11 წელია უკავია, ორივე ბრალდებას უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)