07:07 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 14:41:57, 882 ნახვა

რეგიონი
„რადიო თავისუფლება“: ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. სპეცრაზმია მობილიზებული - დაწესებულია საგანგებო მდგომარეობა

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმებია მობილიზებული, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ქართული ბიურო2 წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, განსაკუთრებით ე.წ. ომონი აქტიურობს, რომელიც დაბაში ცხინვალიდან ჩაიყვანეს.

წყაროების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები ახალგორში შემსვლელ და გამომსვლელ ავტომანქანებს ჩხრეკენ და ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ საგანგებო მდგომარეობა რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებს და მოსალოდნელ პროვოკაციებს უკავშირდება.

წყაროების თქმით, ოკუპირებული ახალგორის დე-ფაქტო გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა დაბის მოსახლეობა შეკრიბა და მიტინგი გამართა. ხაჩიროვმა ახალგორელებს მოუწოდა, პროვოკაციის რისკის გამო სიფრთხილე გამოიჩინონ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics