|
2018-03-02 12:36:49, 1728 ნახვა
კომენტარი
კოჟორიძე: ირაკლი შავაძის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებული განცხადებებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს
მოსამართლე ირაკლი შავაძის სამოსამართლო საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებული განცხადებებით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ,-აღნიშნული განცხადება კახა კოჟორიძემ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და განმარტა, რომ შავაძის განცხადებებიდან ათ დღეზე მეტია უკვე გასული, მაგრამ საზოგადოებამ, ასეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე ისიც კი არ იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება. ,,უნდა გავიაზროთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის დამოკიდებულება თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობაზე და დაცულობაზე დგას. რამდენიმე დღის წინ, პირადად შევხვდი მოსამართლე შავაძეს და ვესაუბრე ამ საკითხზე. ის საუბრობს იმაზე, რაზეც უკვე საჯაროდ საუბრობს რამდენიმე დღეა. ის, რომ მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა, გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მიღების მიზნით, კონსტიტუციური პრინციპისა და ამავდროულად, ,,სისხლის სამართლის კოდექსის" დარღვევაა ეს პირდაპირ წერია ჩვენს კანონმდებლობაში. ახლა მნიშვნელოვანია რა რეაგირება ექნება შესაბამის ორგანოებს ამ საკითხზე. მხოლოდ ის, რომ დღეს ამ საკითხზე იუსტიციის საბჭო იმსჯელებს ვერ იქნება საკმარისი პასუხი, რადგან რაზეც მოსამართლე შავაძე საუბრობს, შეიცავს დანაშაული ნიშნებს, ამიტომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით. ცოტა უცნაურია, რომ ათ დღეზე მეტია უკვე გასული და ჯერჯერობით საზოგადოებამ ასეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე ისიც კი არ იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)