|
2018-03-01 15:13:05, 1640 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი: ტატუნაშვილის საქმეზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს და ოკუპაციურ რეჟიმს ეკისრება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა რუსეთსა და ოკუპაციურ რეჟიმს ეკისრება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, ყველაფერს აკეთებს, რათა ცხედრის მოკლე დროში ოჯახთან გადასვენება მოხდეს: "მთელი პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით ეკისრება რუსეთს და ოკუპაციურ რეჟიმს. ჩვენი, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ მოხდეს გარდაცვლილის გადმოსვენება და ამაში ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან",-განაცხადა ჩხენკელმა. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)