|
2018-03-01 15:03:42, 1751 ნახვა
კომენტარი
იან კელი: იმედი მაქვს, ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნებენ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ამ ფაქტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, შეძრწუნებულები არიან. როგორ კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია, მიმხდარის გამო პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.ელჩი იმედოვნებს, ცხედარი ოჯახს უმოკლეს დროში გადაეცემა: "პირველ რიგში ეს არის საშინელი ტრაგედია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისა და ნათესავებისთვის.ეს არის შემაძრწუნებელი სიტუაცია იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობამ, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა მოხდა იქ. გარდა ამისა,უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ამ ტიპის ინციდენტი პირველი არ არის.ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ.აუცილებელია დადგეს პასუხისმგებლობა ამ საშინელი ინციდენტის გამო.არის კონკრეტული პასუხიმნგებლობა, როცა ხარ ოკუპანტი ძალა, მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს აეღო ამ საქმეში რაიმე პასუხისმგებლიბა.იმედი მაქვს, ოჯახს დაუბრუნებენ ცხედარს რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ნამდვილად შეძრწუნებულები ვართ ამ ფაქტით",-აღნიშნა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)