10:44 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 14:25:59, 2035 ნახვა

მსოფლიო
კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგში შეიტანა

კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის დეკლარაციის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგში შეიტანა.

ესპანური მედიის ცნობით, ინიციატორი მემარცხენე პარტია CUP-ია. ხმის მიცემაში მონაწილეობა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ყველა პარტიამ მიიღო.

მემარცხენე პარტიის წინადადების განხილვა ძირითადი დოკუმენტის შესწორების სახით მოხდება, რომლის თანახმადაც, კატალონიის მთავრობის მეთაური, ბრიუსელში მყოფი კარლეს პუჩდემონი ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას კიდევ ერთხელ შეძლებს.

გეგმის მიხედვით, პუჩდემონი  "ლეგიტიმური პრეზიდენტი" გახდება, სანამ სხვა კანდიდატურას შეარჩევენ.

 ამ ინიციატივაზე განხილვის დაწყება ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უპირისპირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics