|
2018-03-01 11:41:40, 1563 ნახვა
სამართალი
NGO-ები: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა მოსამართლეთა თანანდებობაზე დანიშვნის მანკიერ პრაქტიკას აგრძელებს
კოალიციაში "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა აგრძელებს მოსამართლეთა თანანდებობაზე დანიშვნის მანკიერ პრაქტიკას. "საბჭომ 22 თებერვალს 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა თანამდებობებზე,მათ შორის ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში არსებობდა მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება წარსულში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ძირითადად დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, რა დროსაც საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს 14 მოსამართლის შერჩევის პროცესში არ მიეცა მონაწილეობის საშუალება",-აცხადებენ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები. კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2011 წელს შეიქმნა და 36 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)