|
2018-02-27 18:06:27, 1738 ნახვა
კომენტარი
ლექვინაძე: მეწარმეები დაზღვევის როლს და ფუნქციას აქტუალურად არ აფასებენ
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტს გამოეხმაურა და სავაჭრო ობიქტების დაზღვევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ლექვინაზემ აღნიშნა, რომ დაზღვევის როლი მსგავს ვითარებებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „გასული წლის პრაქტიკამაც და სამწუხაროდ გუშინდელმა დღემაც აჩვენა რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება ამ კუთხით საჭიროა, იმიტომ რომ ეს უკავსირდება ერთის ნხრივ ადამიანების უსაფრთხოებას. მომხმარებლების უსაფრთხოებას. მეორეს მხრივ, იმ მეწარმეების უფრო მეტად დაცულობას რომლებიც სამწუხაროდ დაზღვევის როლს და ფუნქციას ჯერ კიდევ ისე აქტუალურად არ აფასებენ, როგორც ეს მნიშვნელოვანია. დაზღვევა პირველ რიგში მოაგვარებს იმ ნაწილს რომ ზარალის კომპენსირება სადაზღვეო კომპანიების საშუალებით იქნება შესაძლებელი“,- აღნიშნა ბიზნესობუდსმენმა. შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრეები ცეცხლის ცალკეულ კერებს აქრობენ. მომხდარის შედეგად, შენობის მეორე და მესამე სართული სრულად განადგურებულია. სულ დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)