|
2018-02-27 17:26:51, 1520 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: როგორც ადრე, ახლაც მზად ვართ, მედიაპლურალიზმს-ამ უდიდეს მონაპოვარს მოვუფრთხილდეთ
„მინდა, „იბერიას“, „რუთავი2“-ს, „იმედს“, პირველ არხს, ყველას ვერ ჩამოგთვლით იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი ტელეარხი მუშაობს, გისურვოთ, ყველას, დიდხანს მუშაობა, ანუ დიდხანს სიცოცხლე და თქვენთვის მნიშვნელოვანი ამბების გაშუქება“,-ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის შეკითხვას, „იზიარებდა თუ არა პრემიერის განცხადების პათოსს, როდესაც მან „იბერიას“ ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებას უწოდა შანტაჟი ბიზნესის გადასარჩენად“. წულუკიანის თქმით, საქართველოში დღეს მედიაპლურალიზმია და ხელისუფლება მზადაა, ამ მონაპოვარს გაუფრთხილდეს: „მინდა კიდევ ერთხელ იბერიას, რუთავი2-ს იმედს, პირველ არხს, ყველას ვერ ჩამოგთვლით იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი ტელეარხი მუშაობს, გისურვოთ ყველას დიდხანს მუშაობა, ანუ დიდხანს სიცოცხლე და იმ ამბების გაშუქება, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად, რადგან ეს არის სწორედ ის მედიაპლურალიზმი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა და შესაბამისად თქვენთან ერთად ჩვენ, როგროც ადრე ვიყავით მზად, ახლაც მზად ვართ, ამ დიდ მონაპოვარს მოვუფრთხილდეთ“,-აღნიშნა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)