|
2018-02-27 13:57:30, 1694 ნახვა
კომენტარი
კალაძე - მათ, ვისი საქონელიც ხანძარს გადაურჩა, დროებით სხვა ფართებში შეეძლებათ გადანაწილდნენ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებსს განუცხადა, იმ ადამიანებს, რომელთა პროდუქციაც ხანძარს გადაურჩა, საშუალება მიეცემათ, დროებით ალტერნატიულ ფართებში განთავსდნენ და საქმიანობა გააგრძელონ. "იმ ადამიანებს, ვისი საქონელიც ხანძარს გადაურჩა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გვერდით ფართებში განთავსდნენ და საქმიანობა გააგრძელონ. როგორც ბაზრის ადმინისტრაცია საუბრობს და გვეუბნება, შენობაში ელექტროობის გამოცვლა რამდენიმე თვის წინ მოხდა. შეიძლება ითქვს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით გამართული იყო, თუმცა ხანძარი მაინც მოხდა. მიზეზები უკვე გამოძიების მიერ დადგინდება. როგორც კი, ესპერტ-კრიმინალისტები დააასრულებენ მუშაობას, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება", - განაცხადა მერმა. რაც შეეხება სესხების მქონე მოვაჭრეებს, კალაძის თქმით, ადმინისტრაცია მზად არის ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად შეხვდეს და გაიაროს თითოეულ დაზარალებულთან მათი მდგომარეობა. "უნდა მოხდეს საქონლის აღწერა, რომ ინდივიდუალურაად მოხდეს გდაწყვეტილების მიღება", - დასძინა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)