|
2018-02-27 11:23:20, 1458 ნახვა
კომენტარი
ქემოკლიძე: ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია, რუსეთში მხოლოდ მასალები გაიგზავნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია და რუსეთში მხოლოდ საექსპერტო მასალები გაიგზავნა. როგორც ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან ერგნეთში მორიგი შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, გვიან ღამით, ცხელი ხაზის მეშვეობით ამ ინფორმაციის დაზუსტება მოხდა. "როცა დე ფაქტო ხელისუფლებების და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის ლოგიკური გაგრძელება არ ხდება, არსებობს იმის ალბათობა რომ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დანაშაული და ამის კლასიკური მაგალითი იყო ის, რაც ოკუპირებულ ახალგორში დაფიქსირდა. როცა დე ფაქტო ხელისუფლებების და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის ლოგიკური გაგრძელება არ ხდება, არსებობს იმის ალბათობა რომ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დანაშაული და ამის კლასიკური მაგალითი იყო ის, რაც ოკუპირებულ ახალგორში დაფიქსირდა. შეხვედრაზე საუბარი ამ პათოსით გაგრძელდება და ქართული მხარე კიდევ ერაეთხელ ისაუბრებს იმის აუცილებლობაზე, რომ ყველა დამნაშავემ ქართული მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი. საუბარი ასევე შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების პრობლემასა და სხვა მნიშვნელოვან განვითარებებს, რომელსაც ადგილი ქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა ქემოკლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)