|
2018-02-26 17:40:40, 1603 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ეს ქმედებები საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის კონსოლიდირებულ პასუხს მოითხოვს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევაზე და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ისაუბრა. მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, აღნიშნულ ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოხდეს: „ადგილობრივ მოსახლეობას წართმეული აქვს სიცოცხლის უფლების მინიმალური გარანტიები. კიდევ ერთხელ შევეხები გიგა ოთხოზორიას საქმეს, ეთნიკური ქართველი, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა მოკლეს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, მისი მკვლელი კი დღემდე არ დაუკავებიათ. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერთ-ერთ მათგანს, არჩილ ტატუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ორ პირს ჯერ კიდევ არ ეძლევა ოკუპირებული რეგიონის დატოვების უფლება. ეს ქმედებები მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის კონსოლიდირებულ პასუხს. ხოლო საერთაშორისო ზეწოლის მეშვეობით შესაძლებელია, დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე შედეგები, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი“,-განაცხადა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)