|
2018-02-26 16:40:38, 1537 ნახვა
კომენტარი
სოფიო ქაცარავა: ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ, რომ საერთაშრისო თანამეგობრობამ მყისიერი რეაგირება მოახდინოს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი სოფიო ქაცარავა მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. ქაცარავას განცხადებით, მათი მხრიდან ყველა საჭირო ნაბიჯი იდგმება, რათა საერთაშრისო თანამეგობრობამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს. „უაღრესად შეშფოთებული ვარ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. ეს არის უმძიმესი ტრაგედია, რომელზეც სრული პასუხისგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს. ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ, რომ საერთაშრისო თანამეგობრობამ მოახდინოს ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება და მისი სათანადო შეფასება. შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი ქვეყნები, ასევე, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ინფორმირებულები არიან ამის შესახებ. ევროკავშირის მხრიდან უკვე გაკეთდა მკაცრი განცხადებები და არის მზაობა, რომ მათ აღმოგვიჩინონ დახმარება გამოძიების პროცესში. დღეს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, იგეგმება ამ საკითხის დაყენება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე. ასევე, ამ ფაქტის განხილვა გაიმართება გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიაზე. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მიმართულებით, რაც ქმნის საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ რეზოლუციაზე, სადაც ყველა სხვა საკითხთან ერთად შევა ამ ინციდენტის საერთაშორისო გამოძიების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეშვების და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ეს ქმედება იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და მოხდეს სათანადო რეაგირება მათი მხრიდან“,-ნათქვამია სოფიო ქაცარავას განცხადებაში. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)