|
2018-02-24 15:57:17, 2042 ნახვა
კომენტარი
არჩილ ტატუნაშვილის მამა: ახალგორში პროდუქტი ჩაჰქონდა და ჩასვლა ხშირად უწევდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამის გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, მის შვილს ახალგორში პროდუქტი ჩაჰქონდა და ჩასვლა ხშირად უწევდა. „დაქირავებული ჰყავდათ მაგის მანქანა და პროდუქტი ჩაჰქონდა. ახალგორში ბოლო 8 თვის განმავლობაში ჩადიოდა. არანაირი ინციდენტი არავისთან არასდროს არ ჰქონია. ჩვენი რაიონიდან პირველი შემთხვევა იყო, რომ ასე ხელაღებით ადგნენ და წაიყვანეს. არ ვიცი რა მოხდა“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა. მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილს ცხინვალში არასდროს უბრძოლია. „ცხინვალში არასდროს უბრძოლია, ერაყსა და ავღანეთში სამშვიდობო მისიით იყო წასული", - განაცხადა ტატუნაშვილის მამამ. გარდა ამისა, გარდაცვლილი ტატუნაშვილის მეზობლების ინფორმაციით, მას ყველა საჭირო საბუთი ჰქონდა. "შედიოდა და გამოდიოდა პერიოდულად. ყველანაირი საბუთი ჰქონდა. იქაური კაცი იყო - იქ დაიბადა და გაიზარდა. უპრობლემოდ შედიოდა", - აცხადებს მეზობელი. კიდევ ერთი მეზობლის თქმით, ტატუნაშვილი პერიოდულად ახალგორში მცხოვრებ ბებოსთანაც ჩადიოდა. "ბებია ჰყავს იქ და როცა დრო ჰქონდა იმის სანახავად ჩადიოდა. აქ ვერაფერს ვერ აკეთებდა და იქ მაღაზიებში პროდუქტები დაჰქონდა", - დასძინა წილკანის მკვიდრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)