|
2018-02-23 18:51:02, 1841 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ყველაფერი კეთდება, რათა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი გარემოებები დადგინდეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი. მისი თქმით, მომხდარ უმძიმეს ფაქტზე პასუხისმგებლობა რუსეთს და მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება: „სამძიმარს ვუცხადებ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის დააკვეს გუშინ ახალგორში. მის მიმართ გამოყენებული იქნა ძალა და სრულიად გაურკველ ვითარებაში მოხდა მისი სიცოხცხლის ხელყოფა.უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებების დადგენა და მიეცეს ადეკვატური შეფასება ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს და მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)