14:50 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 18:35:44, 598 ნახვა

პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას უმასპინძლებს

18-20 მაისის ჩათვლით, თბილისს არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის, სულთან ბის საედ ალ მანსურის (Sultan bin Saeed Al Mansoori) ხელმძღვანელობით ეწვევა.

დელეგაციაში ასევე იქნებიან  მაღალი რანგის სტუმრები საჯარო და კერძო სექტორიდან, ასევე კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც  ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, საცალო ვაჭრობის, წარმოების, ტრანსპორტისა და  და ლოგისტიკის სექტორებში საქმიანობენ.

 ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროს სსიპ „მეწარმეთა განვითარების სააგენტოსა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით დაგეგმილია ბიზნეს  ფორუმი, რომელიც 19 მაისს,  სასტუმრო “ Radisson Blu Iveria“-ში გაიმართება.

ბიზნეს-ფორუმის მონაწილეები საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებს გაეცნობიან,  გაიმართება ორმხრივი შეხვედრები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიებს შორის.

 აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტებისა და საწარმოების მონახულება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics