|
2018-02-21 16:31:39, 1495 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: თურქეთთან მოლაპარაკებების შედეგად, ქართულ ბიზნესს ექსპორტის 20%-ით გაზრდის შესაძლებლობა მიეცემა
„ჩემს კოლეგასთან მოლაპარაკებების შედეგად, ქართულ ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში. საუბარია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ცოცხალი პირუტყვი, მათ შორის, მსხვილფეხა საქონელი, აგრეთვე ცხვარი და თხა. საუბარი ასევე გვქონდა ქართულ თაფლზე, აგრეთვე სხვა ისეთ ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე, რომლებსაც თურქეთის ბაზარზე პირველად შესვლის შესაძლებლობა მიეცემათ", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ეკონომიკის მინისტრ ნიჰათ ზეიბექჩისთან თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების მიმართულებით მოლაპარაკების ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ განაცხადა. მოლაპარაკება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მოლაპარაკების შედეგად, თურქეთის მხარე დათანხმდა, გარკვეულ ქართული წარმოშობის პროდუქციაზე გააუქმოს სატარიფო ბარიერები და შეზღუდვები საქართველოსთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტებზე, ან გაზარდოს არსებული კვოტის მოცულობა. „თურქეთი საქართველოსთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. სავაჭრო ბრუნვა 1,5 მილიარდ დოლარზე მეტია და აქედან, ჩვენი ექსპორტი თურქეთში 200 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს. ამდენად, მოლაპარაკებების შედეგები თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ექსპორტიორებისთვის," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოება ასევე გულისხმობს სერვისებით ვაჭრობის მიმართულებასაც, რაც აქამდე არ იყო გათვალისწინებული არსებული შეთანხმებით. სერვისებით ვაჭრობის მიმართულებით მოლაპარაკებები თურქეთის მხარესთან გაგრძელდება.
(NS)
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)